| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ქიმერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირატურა. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად. მისი სამეცნიერო საქმიანობა თანამედროვე ფიზიკის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა (ვერ დაასრულა სადისერტაციო ნაშრომი). აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მოხალისედ იბრძოდა, მან თავისი დაჭრილი ძმა შეცვალა. ირაკლი ქიმერიძემ აფხაზეთში აითვისა არტილერიის რთული სპეციალობა და თავის ქვედანაყოფში ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცერი გახდა. დაიღუპა 1993 წლის 1 ივნისს, სოფელ ზემო კინდღში, ოჩამჩირის რაიონი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.427 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

