| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი კერვალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ამბროლაურის პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს. 1934-1935წწ. მუშაობდა სოფელ ჭრებალოს საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად; 1941-1945წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, მთელი ომის პერიოდი ფრონტზე გაატარა, ბოლოს კი ქ. კალინინგრადის (ყოფილი კენისბერგი) საერთაშორისო ტყვეთა ბანაკის მთავარი ექიმი იყო; 1946-1955წწ. ონის რაიონის სოფელ სორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1955-1991წწ. ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოს საავადმყოფოს მთავარი თერაპევტი. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.191
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

