The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედიშერ ჩიქოვანი

ედიშერ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:1943
გარდაცვ. თარიღი:2014  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს.

მუშაობა დაიწყო მართვის სისტემების ინსტიტუტის (მაშინდელი ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტი) ავტომატური მართვისა და რეგულირების განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1972 წლიდან მუშაობდა ოპტიმალური მართვის სისტემების განყოფილებაში; 1983 წლიდან - ოპტიმიზაციის მეთოდების განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან - გამოთვლითი სამუშაოების განყოფილებაში წამყვანი ინჟინერი, ხელმძღვანელობდა ახალი გამომთვლელი მანქანის (EC1055) ექსპლუატაციას; 1995 წლიდან - ოპტიმალური მართვის სისტემების განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომელი; 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა საინჟინრო-ტექნიკურ განყოფილებას.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.306ედიშერ ჩიქოვანი : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2014.-7 ივნისი.-N109 (7490).-11გვ.


გააზიარე: