The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კარლ ფონ ჰანი

Date of birth:29 April, 1848
Date of death:16 August, 1925  (at 77 years)
Burial location:თბილისი
Category:Ethnologist, Theologian, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფრიდრიხსტალი, გერმანია.

განათლება მიიღო ვიურტემბერგში (გერმანია), შემდგომ კი სწავლა ტიუბინგენისა და ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტებში გააგრძელა ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტზე.

1872 წელს, 24 წლის ასაკში ჩამოდის საქართველოში. იმავე წელს, იგი კავკასიის მთავარმართებლის - მიხეილ ნიკოლოზის ძის შვილების აღმზრდელი ხდება. 1874 წელს იწყებს თბილისის გიმნაზიებში ლათინური, ძველბერძნული და გერმანული ენების სწავლებას, 1906-1909წწ. ხდება თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორი. გარდა გიმნაზიებში სწავლებისა, გერმანელმა კავკასიოლოგმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გამოაქვეყნა მრავალი კვლევა და გამოსცა წიგნები კავკასიის შესახებ, მათ შორის კი საქართველოს კულტურის, გეოგრაფიის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. მისი ნაშრომების დიდი ნაწილი დაფუძნებული იყო იმ წყაროებზე კავკასიის შესახებ, რომლებიც გაფანტული იყო ანტიკურ ბერძნულ, რომაულ და ბიზანტიურ ლიტერატურაში და სწორედ ყოველივე ამას მოუყარა თავი. მის ძირითად ნაშრომს წარმოადგენს ორტომეული წიგნი - "ინფორმაცია კავკასიის შესახებ ნაპოვნი ანტიკურ ბერძნულ და რომაულ ნამუშევრებში", რომელთაგან პირველ ტომში, როგორც ავტორი იუწყება, მოცემულია ინფორმაცია კავკასიის შესახებ ჰომეროსიდან მოყოლებული ჩვ. წ. მე-6 საუკუნემდე, მეორე ტომში კი მე-6 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მესამე ტომიც გამოეცა, რომელშიც იქნებოდა შუა საუკუნეების იტალიური წყაროებიდან შეგროვებული ინფორმაცია კავკასიის შესახებ, თუმცა მხოლოდ ერთი იტალიელი კათოლიკე მისიონერის - არქანჯელო ლამბერტის ნაშრომი თარგმნა და გამოაქვეყნა სამეგრელოს შესახებ. წიგნებისთვის თუ სხვა სახის ნაშრომებისთვის, გერმანელი ქართველოლოგი იყენებდა ფაქტობრივად ყველა ანტიკური ავტორის წყაროებს დაწყებული ჰომეროსით, ჰესიოდით, ჰეროდოტუსით, ჰიპოკრატეთი და დემოსტოთენესით, დასრულებული პლატონით, არისტოტელეთი, აპოლონიუსითა და ფლავიუსით. 1909 წელს 5 ნაწილად დაიბეჭდა მისი შემდგომი ნაშრომი "ქალაქ თბილისის წარსულიდან, დასაბამიდან რუსების შემოსვლამდე" გერმანულენოვან გაზეთში - "კაუკაზიშე პოსტი". კარლ ფონ ჰანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თამარ მეფესა და მისი მეფობის პერიოდს საქართველოში თავის ნაშრომებში, მის პერიოდს ოქროს ხანას უწოდებს და აღნიშნავს, რომ სწორედ მისი მეშვეობით იქცა საქართველო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ. თითქმის ყოველ წელს აწყობდა ექსპედიციებს როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში, რა დროსაც მოიარა გვერიშის ხეობა, ლაჯანურის ხეობა, რიონის ხეობა, თუშეთი, ფშავი და მრავალი სხვა ადგილი. აქედან გამომდინარე, 1913 და 1915 წლებში გამოსცა "მოკლე სამოგზაურო გზამკვლევი კავკასიაში" და "პრაქტიკული რჩევები და გამოსადეგი ინფორმაცია კავკასიის მთებში მთასვლელთათვის". გარდა გეოგრაფიის და ისტორიისა, ასევე დაინტერესებული იყო კავკასიის გეოლოგიითა და ჰიდროლოგიით და სწორედ ამიტომ, თავისი სამოგზაურო გამოცდილებიდან გამომდინარე გამოაქვეყნა ნაშრომები "ჩანაწერები კავკასიის მყინვარებისა და ტბების შესახებ", "კავკასიის მინერალური წყლების შესახებ", "კავკასიის ძირითადი მდინარეების სურათები" და "კავკასიის მიწისძვრების შესახებ". გერმანელი კავკასიოლოგი გაზეთ "ტიფლისკი ლისტოკის" 1911 წლის ნომერში ასევე აღნიშნავს მოგზაურობისას ნანახ არქიტექტურას, კერძოდ კი ტაძრებისას და წერს, თუ რამდენად განსხვავდება იგი ბიზანტიური ეკლესიებისგან. 1870-1871წწ. საქართველოში გამომგზავრებამდე 1 წლით ადრე, მან იბრძოლა საფრანგეთ-პრუსიის ომში, ხოლო შემდეგ, 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში წარმოადგენდა რუსულ წითელ ჯვარს და სწორედ ამიტომ, 1898 წელს დაჯილდოვდა რუსეთის წინაშე გაწეული სამსახურის გამო. გერმანელი კავკასიოლოგი, ქართველოლოგი, ეთნოგრაფი, ძველბერძნული და გერმანული ენების პედაგოგი.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

Member of Organizations

  • მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განაყოფილება, საპატიო წევრი
  • რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განაყოფილება, საპატიო წევრი
  • რუსეთის სამეცნიერო საზოგადოების კავკასიის განაყოფილება, საპატიო წევრი

Share: