| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცოტნე კიკვიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1949 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1958-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში სწავლული მდივნის თანამდედობაზე; 1967 წელს გადავიდა შ. რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში "ვეფხისტყაოსნის" აკადემიურ ტექსტის დამდგენ კომისიაში სამუშაოდ, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ის იყო "ვეფხისტყაოსნის"აკადემიური ტექსტის დამდგენი კოლეგიის წევრი. მისი სამეცნიერო ნაშრომთა უმეტესობა ეძღვნება ძველი ქართული ენის პრობლემების კვლევას. თავისი მოღვაწეობით გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. სადისერტაციო თემა - "ზედსართავი სახელი იბერიულ-კავკასიურ ენებში" (მორფოლოგიური აგებულობა და ძირითადი სინტაქსური ფუნქცია), დაიცვა 1959 წელს. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.194 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

