The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულიკო სირბილაძე

სულიკო სირბილაძე
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1933  (93 წლის)
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1972 წწ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარული განათლების სახლის ექიმი-მეთოდისტი, აქვე - მთავარი ექიმი; 1972-1995წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სანიტარული ეპიდემიოლოგიური სადგურის (სეს-ის) ექიმი-ეპიდემიოლოგი, პარალელურად იყო ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ორდინატორი, შემდეგ-საავადმყოფოს ბავშვთა კუჭ-ნაწლავის ინფექციების განყოფილების გამგე; 1995-2004წწ. ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მოზრდილთა ინფექციების განყოფილების გამგე; კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ციკლით "ინფექციური დაავადებები" და "სეფსისოლოგია"; 1976 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გაიარა ატესტაცია და მიენიჭა ექიმ-ინფექციონისტის კვალიფიკაცია. იგი როგორც საუკეთესო პედაგოგი 30 წლის მანძილზე ლექციებს უკითხავდა ბათუმის სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებს, ასრულებდა მეთოდკომისიის თავჯდომარის თანამდებობას. მიწვეული იყო ასისტენტად შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში, (ამჟამად უნივერსიტეტი) დამოუკიდებელ უნივერსიტეტში და სამედიცინო კოლეჯში; 1977-1982წწ. იყო ქ. ბათუმის მთავარი ინფექციონისტი; იგი დაჯილდოებულია ბევრი მადლობით, სიგელითა და მედლით: " საიუბილეო", " გამოცდილი ექიმი-ინფექციონისტი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 822-823 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: