| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი ცომაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1961 წელს. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა ჯერ კათედრის ინჟინრად, შემდეგ – უფროს ლაბორანტად. 1965-1967წწ. სწავლობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში, რის შემდეგაც მუშაობა გააგრძელა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, სამმართველოს უფროსის ჩათვლით. 1974 წლიდან, თხუთმეტი წლის განმავლობაში იყო საწარმოო-ტექნიკური გაერთიანება "ავტოტრანსტექნიკის" (შემდგომში – "ავტოტრანსსისტემა"), გენერალური დირექტორი. ამ პერიოდში მან უამრავი ინოვაციური იდეა და პროექტი განახორციელა. მის მიერ დამუშავებული სატრანსპორტო პროცესების მართვის სისტემები აღიარებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. 1991-1993წწ. იყო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე. დიდია მისი წვლილი დამოუკიდებელ საქართველოში ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობის ურთიერთქმედების სისტემის ჩამოყალიბებაში. ამავე პერიოდში, მისი ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით, დაარსდა საქართველოში პირველი სატრანსპორტო-საექსპედიტორი კომპანია "კავკასტრანსექსპედიტორი" ("კავტრექსი"), რომლის პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე იყო. 1992 წლიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ტრანსპორტის საკითხებში და სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით დაიწყო კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების სტრატეგიულ პროექტზე მუშაობა და ამ საკითხზე მოლაპარაკების პროცესი. წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.310-311; გიორგი (გოგი) ცომაია : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2012.-16 თებერვალი.- N31 (6908).-11გვ. Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

