The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ კერესელიძე

ავთანდილ კერესელიძე
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1953  (72 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოყვა, ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის განხრით 1976 წელს.

1980-1991წწ. მუშაობდა ჯერ თბილისის კალინინის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად, შემდეგ პროკურორის თანაშემწედ, ხოლო 1987 წელს გადაივანეს თბილისის პროკურატურის სისხლის სამართლის საქმეთა სამმართველოს ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად; 1991-1992წწ. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის მოსამართლე; 1992-1994წწ. ქ. თბილისის პროკურატურაში მოკვლევისა და გამოძიებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი პროკურორი; 1994-1996წწ. ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე; 1996-2000წწ. ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილე; 2000-2002წწ. ქ. თბილისის პროკურორის უფროსის თანაშემწე; 2002-2006წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე; 2006 წელს დაინიშნა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.124; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.201


გააზიარე: