The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯიმშერ კერესელიძე

ჯიმშერ კერესელიძე
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:6 ოქტომბერი, 2020  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შარდომეთი, ონის რაიონი.

დაამთავრა დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი.

1963 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის ბოტანიკურ ბაღში და განვლო სამსახურეობრივი იერარქია მებაღიდან დაწყებული დირექტორობამდე: 1963 წ. მებაღე; 1964-1974წწ. საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება; 1974-1976წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1977წწ. ბაღის გაფორმების სექტორის გამგე; 1977-1987წწ. ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში; 1987-1997წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით; 1997-2000წწ. ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2000-2006წწ. ბოტანიკური ბაღის დირექტორი; 2006-2016წწ. ჯიმშერ კერესელიძე მუშაობდა ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე. ქვეყნისათვის მძიმე 90-იან წლებში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოტანიკური ბაღის გადარჩენის საქმეში; მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა, შეუფერხებლად მიმდინარეობდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მოხერხდა მცენარეთა კოლექციების შენარჩუნება და განახლება, დამყარდა კავშირები ევროპის წამყვან ბოტანიკურ ბაღებთან; ხელმძღვანელობდა არაერთ საერთაშორისო საველე ექსპედიციას და სამეცნიერო კონფერენციას. მისი თაოსნობით 1999 წელს დაარსდა საქართველოს ბოტანიკური ბაღებისა და პარკების ასოციაცია, რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე უშუალოდ ხელმძღვანელობდა. მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს ასოციაციამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს ბოტანიკურ ბაღებს. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 6 მონოგრაფია. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1997).

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.204-205; საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი: facebook.comჯიმშერ კერესელიძე : გახსენება // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2020.-9 ოქტომბერი.- N128 (9054).-გვ.11

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: