| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ჯავახაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1965 წელს, მათემატიკური სათვლელ-საანგარიშო ხელსაწყოებისა და მოწყობილობების სპეციალობით. ინსტიტუტში სწავლასთან პარალელურად მუშაობდა თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებების სამეცნიერო-კელევითი ინსტიტუტის (ტნისა) საცდელ ქარხანაში ელექტრომემონტაჟედ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გააგრძელა მუშაობა ინჟინრის თანამდებობაზე, სადაც გაიარა გზა ლაბორატორიის ხელმძღვანელამდე. 1973-1976წწ. სწავლობდა მოსკოვის ასპირანტურაში. 1977 წელს ჩამოაყალიბა ელექტროგამომთვლელი მანქანების კომპლექსური მომსახურების თბილისის რეგიონალური ცენტრი. 1997 წლიდან იყო საქართველოს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანების მთავარი ინჟინრის მოადგილე.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

