The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ხარატიშვილი

Date of birth:1907
Date of death:1992  (at 85 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი; თბილისის ენერგეტიკის ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი საქარხნო-საფაბრიკო ინჟინერ-მექანიკოსის დიპლომით 1932 წელს.

მუშაობა დაიწყო გორის მანქანატრაქტორების საექსპლუატაციო სამსახურის განყოფილების გამგედ. 1960 წელს დანიშნეს გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდში აშენდა მოზრდილთა პოლიკლინიკა, ბავშვთა საავადმყოფო, ქალაქს შეეცვალა იერი, მოწესრიგდა ტრანსპორტის სამსახური და სხვა. 1963 წლიდან იყო საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის გორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ ერთ-ერთ დიდ და ურთულეს ორგანიზაციას. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: შეიქმნა მაღალი ეკონომიკური ეფექტურობის მქონე ათეულობით ავტომატური კონტროლის ხელსაწყო, დაპროექტდა და წარმოებაში დაინერგა მრავალი მართვის ავტომატიზებული სისტემა, გაიზარდა სამუშაოთა არეალი, საფუძველი ჩაეყარა ცალკეული ობიექტების ავტომატური მართვის ახალ ტექნოლოგიებს და პრინციპებს, გაუმჯობესდა თანამშრომელთა საყოფაცხოერებო პირობები, მტკიცე კავშირი დამკვიდრდა ხელსაწყოთმშენებელ ქარხანასთან. "ავტომატმრეწვის" წარმოებაში დანერგა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოგონება. სიცოცხლის ბოლო წლებამდე განაგრძობდა მუშაობას უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენა ჩაის მრეწველობის სრულყოფისათვის. მას დიდი წვლილი მიუძღვის მწვანე ჩაის ფიქსაციის ურთულესი პროცესის ტექნოლოგიური ციკლის ავტომატიზებული მართვის სისტემაში ინფრაწითელი სხივების გამოყენებასა და ამით ქართული ჩაის ხარისხის ამაღლებაში. იყო მრავალი მნიშვნელოვანი ნოვაციის ავტორი. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.318-319


Share: