The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჩოჩია

ალექსანდრე ჩოჩია
სხვა სახელი:ალეკო ჩოჩია
დაბადების თარიღი:1935
გარდაცვ. თარიღი:2005  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1972 წლებში მუშაობდა თბილისის რკინიგზის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ქირურგად და განყოფილების გამგის მოადგილედ (მუცლის ღრუს ქირურგიის და მიკროქირურგიის დარგები), სადაც ხანგრძლივი პროფესიული მომზადების კურსი გაიარა ცნობილი ქირურგის, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას ხელმძღვანელობით. 1972-2005 წლებში იყო გორის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე და გორის რაიონის მთავარი ქირურგი. არჩეული იყო საქართველოს ქირურგთა საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში. შესრულებული და გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი (ეგნატე ფიფიასთან ერთად). აღზარდა ქირურგთა არაერთი თაობა. ითვლებოდა საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ქირურგად. ალექსანდრე ჩოჩიას სახელი მიეკუთვნა გორის რაიონულ საავადმყოფოს. ამავე საავადმყოფოს ეზოში დადგმულია მისი ბიუსტი. ანა კუცია-ჩოჩიას შვილი.

წყარო: ალექსანდრე ჩოჩია : გამოსათხოვარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2005. - 6 თებერვალი. - N29(5062). - 8 გვ.


გააზიარე: