| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასტიონ კობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიმში, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ქალაქ თბილისის საფაბრიკო-საქარხნო სკოლა, თბილისის საინჟინრო ინსტიტუტი; შინსახკომის სკოლა 1939 წელს. 1939 წელს სიმფეროპოლში დაინიშნა ოპერატიულ მუშაკად, საიდანაც დასავლეთ უკრაინაში მიავლინეს სამუშაოდ; 1941-1945წწ. მოქმედ არმიაში იმყოფებოდა, იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთის, სტალინგრადის, ამიერკავკასიის, ჩრდილოკავკასიისა და ყირიმის ფრონტებზე, სადაც დაიმსახურა ი. ბ. სტალინის ექვსი მადლობა, დაჯილდოებულია ოთხი ორდენით, ორი საბრძოლო და 18 სხვადასხვა მედლით; 1945-1954წწ. მუშაობდა ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში; 1954-1960წწ. ხულოს რაიონის უშიშროების განყოფილების უფროსი; 1964-1968წწ. ქ. თბილისის ოქტომბრის რაისაბჭო, აღმასკომის მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1972-1976წწ. თბილისის ზღვის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი, ხოლო შემდეგ წლებში თბილისის აღმასკომის კულტურისა და დასვენების პარკების მუშაობას ხელმძღვანელობდა. უშიშროების სამსახურის პოდპოლკოვნიკი. ივანე კობერიძის ძმა წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.215 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

