| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა კამალოვა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1957-1958წწ. სწავლობდა ქ. ასტრახანის (რუსეთი) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1965წწ. საქართველოს პროფკავშირის ბორჯომის საბაზო სანატორიუმ "ლიკანის" კლინიკური ლაბორატორიის ჯერ ექიმი, შემდეგ ლაბორატორიის გამგე; 1965-1968წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ასპირანტი-ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის პროფილით; აქვე 1968-1977წწ. - ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის კათედრის ასისტენტი; 1977-1978წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის კათედრის დოცენტი; 1978 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; 1978-2006წწ. არჩეულ იქნა რამდენჯერმე ამავე ინსტიტუტის, ამავე კათედრის დოცენტად; 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკო-ჰემატოლოგიის დეპარტამენტის დოცენტი; 2001 წლიდან პარალელურად მუშაობდა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კათედრის ბაზაზე შექმნილ შპს "ჰემა"-ში ექიმად; 1974, 1987 წლებში გაიარა დახელოვნების ციკლი - ჰემატოლოგიაში პედაგოგთათვის მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში. წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის კათედრაზე, ექიმ-მსმენელებს უკითხავდა ლექციებს ტრანსფუზიოლოგიისა და კოაგულოლოგიის ძირითად საკითხებზე, მიჰყავდა პრაქტიკული მეცადინეობები და სემინარები, მეან-გინეკოლოგიის, ანესთეზიოლოგიის, რეანიმაციის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, უროლოგიისა და თერაპიის გარდამავალ ციკლებზე. მუდმივად ღებულობდა მონაწილეობას პროგრამით გათვალისწინებულ ტრეინინგებში, როგორც ადგილზე, ასევე სხვადასხვა ქალაქებში ჩასვლით. ეწეოდა ავადმყოფების მკურნალობას, აწარმოებდა კონსულტაციებს საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში სრული დატვირთვით. აქტიური მონაწილე იყო საქართველოსა და უცხოეთში გამართულ სამეცნიერო შეკრებებში (რიგა, ტაშკენტი, პრაღა, ვაშინგტონი, მოსკოვი, ბუდაპეშტი, თბილისი). ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა შორის ერთი თანაავტორებთან ერთად დაბეჭდილი მონოგრაფიაა- "სისხლისა და მისი კომპონენტების კლინიკური გამოყენება" (თბილისი, 1998). წლების განმავლობაში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიული საბჭოს სწავლული მდივანი, თერაპიული საბჭოს წევრი, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის საზოგადოების წევრი. პრაქტიკოსი ექიმი- ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1972). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.831-832
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

