| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე კობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიმში, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1944 წელს. 1944 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, საიდანაც ხუთი თვის შემდეგ გადაიყვანეს საქართველოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში ინსტრუქტორად და მიავლინეს მაკიევკის მეტალურგიულ ქარხანაში (ქ. დომბასი), სადაც სპეციალობას ეუფლებოდა 500-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა. 1947-1949წწ. ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის პარტკომი, განყოფილების გამგე; 1949-1964წწ. მუშაობდა თბილისის საოლქო კომიტეტში ხელმძრვანელ თანამდებობაზე: საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნის თანაშემწედ, განყოფილების გამგის მოადგილედ; 1964-1987წწ. თბილისის საქალაქო საბჭო, საერთო განყოფილების გამგე. სხვადასხვა დროს არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს, ორჯონიკიძის რაიონისა და თბილიოსის საოლქო საბჭოს დეპუტატად, საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრად. კარგი მუშაობისთვის დაჯილდოვებულია ორდენებით, მედლებით და საქართველოს უმაღლესი საბჭოს ხუთი სიგელით. ასტიონ კობერიძის ძმა. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.218 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

