The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაკა გეგეჭკორი

მაკა გეგეჭკორი
Legal name:მანანა გეგეჭკორი
Date of birth:12 December, 1961  (64 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს. 1984-1988წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევით ინსიტუტში, ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგი; 1998 წელს სამედიცინო აკადემიის ბაზაზე რეპროდუქტოლოგიის კურსი.

 1992–2016წწ. – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი;  2012-2016წწ. – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი; 1998-2000წწ. – "კომუნიკაციური უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის პრინციპები" პროგრამის – მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია ფარგლებში, ფონდი – ღია საზოგადოება – საქართველოს, ტრენერი; 1999 წლიდან – რეპროდუქციული სამსახურების და ინფორმირებულობის გაუმჯობესებისთვის, ტრენინგი ექიმების, ექთნების, მოსახლეობის და ჟურნალისტებისთვის, ტრენერი; 2000-2002წწ. – ოჯახის დაგეგმვა, ეფექტური კომუნიკაცია და კონსულტირება, JHPIEGO Corporation, John Hopkins University, ნაციონალური მასტერ-ტრენერი; 2001-2014წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი; 2001-2003წწ. – ანტე და პოსტნატალური დახმარების კურსი, Safe-Motherhood Project, Curatio International Foundation and MSH (Management Sciences for Health), ნაციონალური მასტერ-ტრენერი; 2002-2005წწ. – "სასიცოცხლო უნარ-ჩვევები და ჯანსაღი ცხოვრების წესი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში", სამუშაო ჯგუფის წევრი, თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი, განათლების სამინისტრო, UNICEF; 2003-2009წწ. – ანტე და პოსტნატალური დახმარების კურსი, ოჯახის დაგეგმვა, ეფექტური კომუნიკაცია და კონსულტირება, JSI – Jhon Snow Institute of Training and Research, Healthy Women in Georgia, მასტერ-ტრენერი, სამუშაო ჯგუფის წევრი, სახელმძღვანელოების, კურიკულუმების შექმნა, რეცენზირება; 2008-2009წწ. – “მოზრდილთა სწავლების თანამედროვე პრინციპები და ფუნდამენტური საფუძვლები” JSI – Jhon Snow Institute of Training and Research, ყირგიზეთის სამედიცინო პროფილის და საქართველოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, თბილისის სამედიცინო პოსტდიპლომური განათლების კურსის ფარგლებში; 2007 წლიდან - რეზიდენტურის პროგრამა, რეზიდენტებთან თეორიული და პრაქტიკული სამუშაო; 2011 წელს – UNFPA პროგრამის ფარგლებში, ოჯახის ექიმების ტრენინგი – ანტე-და პოსტნატალური დახმარების კურსი, ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდები", "ონკოსიფხიზლე და პრევენციული სკრინინგული ტესტები" კახეთის რეგიონში, ტრენერი; 2016 წლიდან – ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო / სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი. პროფესიული ინტერესები: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, უნაყოფობა, ესთეტური ენდოკრინოლოგია. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო და სამეცნიერო ფორუმებში, მათ შორის სპიკერის სტატუსით. თანამშრომლობს სამედიცინო და არასამედიცინო პროექტების ფარგლებში სახელმწიფო, არასამთავრობო ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებთან. 37-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, 7 სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმი რეპროდუქტოლოგი, სასწავლო სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი; მედიცინის აკადემიური დოქტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაცია თემა - "ჰიპოთალამური სინდრომის სხვადასხვა ფორმების კლინიკო-ჰორმონული მახასიათებლები", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: სამედიცინო პორტალი: vipmed.ge; ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა: sabakhtarashviliclinic.ge

Member of Organizations

  • საქართველოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა ასოციაცია, ხელმძღვანელი
  • საქართველოს ენდოკრინოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ობეზიტოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია, წევრი

Bibliography


Share: