| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუარა დგებუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საბერიო, გალის რაიონი (აფხაზეთის ასსრ). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1974წწ. მუშაობდა ტყვარჩელის აკარმარის მედიკო-სანიტარული ნაწილის ექიმ-პედიატრად; 1974-1977წწ. ქ. სენაკის სკოლებისა და ბაგა-ბაღების უბნის ექიმ-პედიატრად; 1974 წლიდან სენაკის რაიონის ბავშვთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის მთავარი ექიმად; მისი რაიონის მთავარ ექიმად მუშაობის დროს აშენდა ახალი, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი ბავშვთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის ახალი შენობა; მან სხვადასხვა წლებში კვალიფიკაცია აიმაღლა- პედიატრიაში (1972, 1977, 1999), სოც-ჰიგიენასა და ჯანდაცვის ორგანიზაციაში (1985), პედიარტიასა და პედიატრიის აქტუალურ საკითხებში (1991), ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებათა მართვის საკითხებში (1998); ჩაბარებული აქვს სასერთიფიკაციო გამოცდები - პედიატრიაში (2001), საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ჯანდაცვის ორგანიზაციაში; მონაწილეობდა დიპლომის შემდგომ თუ უწყვეტი განათლების სისტემაში - მიღებული აქვს სერთიფიკატები ბავშვთა ასაკის დაავადებათა ინტეგრირებული მკურნალობა (2004), პრაქტიკული იმუნიზაცია (2005), ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები ბავშვთა ასაკში, დიაგნოსტიკა და მკურნალობა (2005), ბავშვთა ჯანსაღი კვება (2005), ბრონქული ასთმის მენეჯმენტი ბავშვთა ასაკში (2006), მწვავე მოწამვლების სიმპტომები, პირველადი დახმარება, გართულებები, სპეციფიკური მკურნალობის პრინციპები ბავშვთა ასაკში (2006), წითელა, წითურა, ყბაყურა - ეპიდემიოლოგია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პრევენცია, მართვა (2006), საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი ფუნქციური დარღვევებისა და გენეტიკური დაავადებების მართვის თანამედროვე ასპექტები პედიატრიაში (2006), პირველადი ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემა (2006). სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი, დაჯილდოებულია სიგელებითა და მადლობებით. სენაკის რაიონის ექიმი-პედიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.846-847 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

