The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ნარგიზიშვილი

აკაკი ნარგიზიშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:2008  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის  ა. ს. პუშკინის სახელობის  სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის ფაკულტეტი.          

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სხვადსხვა სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, ასევე იყო დაბა მანგლისის  სკოლის დირექტორი; 1972 წლიდან მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად, აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში, შემდგომ ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგოგიკის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, წლების მანძილზე იყო სადისერტაციო საბჭოს წევრი; იყო ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; მას ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო სტატია, რომელიც სისტემატურად ქვეყნდებოდა სამეცნიერო ჟურნალებში, ავტორი და თანაავტორია მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოებისა თუ მონაგრაფიებისა. პედაგოგოკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს განათლების აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: