| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა-გიორგი მაცაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის 31-ე ქარხანაში; იბრძოდა გერმანელი დამპყრობების წინააღმდეგ მარუხის უღელტეხილზე, სადაც მძიმედ დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართელოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ხელმძღვანელობდა თეზი-ოკამის არხის მშენებლობას. მისი ინიციატივით თბილისში სინთეზურ ნაგებობათა ქარხანა ჩამოყალიბდა, სადაც წლების განმავლობაში ეკავა მთავარი ინჟინრის თანამდებობა. ლ. მაცაბერიძე იყო არა ერთი გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადებების ავტორი, რომელსაც პრაქტიკულად ნერგავდა კიდეც წარმოებაში. დაიმსახურა მრავალი რესპუბლიკური და საკავშირო ჯილდო. ინჟინერ-მექანიკოსი. დამანა მდივნიშვილის მეუღლე. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.226
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

