The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი სულხანიშვილი

დიმიტრი სულხანიშვილი
Other name:მიტო სულხანიშვილი
Date of birth:1899  (127 years)
Date of death:19??
Category:Musician

Biography

ქართული გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, მაგრამ ცხოვრება მუსიკას დაუკავშირა. მეოცე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში დაუახლოვდა ახალგაზრდა მუსიკოსებს – შალვა და გიორგი თაქთაქიშვილებს. ამ წრეში ჩაისახა და განხორციელდა ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების შექმნის იდეა, მასში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მომავალში ცნობილი მუსიკოსები და დირიჟორები: შ. თაქთაქიშვილი, ი. ტუსკია, ვ. გოკიელი, ე. მიქელაძე, შ. აზმაიფარაშვილი, ე. ნეიმანი და სხვ. "საქართველოს მუსიკალური საზოგადოების" გამგეობაში შედიოდნენ: მ. ბალანჩივაძე, ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი, კ. მარჯანიშვილი, ს. ახმეტელი, ია კარგარეთელი და სხვ. 1922-1928 წლებში დიმიტრი სულხანიშვილი იყო ამ საზოგადოების თავმჯდომარე და მთელ რიგ წამოწყებათა ინიციატორი. 1923 წელს ჩამოაყალიბა ახალგაზრდა სოლისტებისაგან შემდგარი საკონცერტო ჯგუფი, გასტროლებს მართავდნენ ხარკოვში, კიევში, ლენინგრადსა და მოსკოვში. საგასტროლო კონცერტების დასრულების შემდეგ დიმიტრი სულხანიშვილი დარჩა მოსკოვში, დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სადირიჟორო ფაკულტეტი. 1938-1941 წლებში მუშაობდა ხელოვნების საკავშირო კომიტეტის საესტრადო განყოფილების უფროსად. 1942-1946 წლებში სათავეში ედგა საკავშირო საგასტროლო-საკონცერტო გაერთიანების განყოფილებას, პარალელურად მუშაობდა საქართველოს ფილარმონიის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. ამ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება აქვს განხორციელებული. იგი აქტიურ დახმარებას უწევდა ქართული მხატვრული კოლექტივებისა და ცალკეულ შემსრულებელთა საგასტროლოდ გამგზავრებას საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსა, თუ უცხოეთის ქვეყნებში. დიმიტრი სულხანიშვილმა თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარების საქმეში. ელისაბედ (ვეტა) ყიფიანის შვილი, ნიკოლოზ ყიფიანის შვილიშვილი, დიმიტრი ყიფიანის შვილთაშვილი.

წყარო: დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი : ფოტოალბომი : მასალები ექვსი თაობის საოჯახო არქივიდან /მიქაძე, თამარ, პროექტის ავტორი.-თბ.,2016.-გვ.108-109

Awards and Honors

  • ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: