| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტუანეტ კატრინ მიურატი![]()
ბიოგრაფიაანტუანეტ კატრინ (ბებე) მიურატი სალომე დადიანისა და აშილ მიურატის მესამე და უმცროსი შვილი იყო. მის შესახებ ცნობები ყველაზე ნაკლებად მოიპოვება. ზუგდიდში დადიანების სასახლე-მუზეუმის პირველი დირექტორი მას პირადად იცნობდა და იხსენებდა, რომ ანტუანეტი უაღრესად სათნო ქალი ყოფილა. 1918-1921 წლებში, საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდში სალხინოს სასახლეში ცხოვრობდა და, როდესაც წითელი არმია რეგიონში შეიჭრა, იგი ალყაში მოაქციეს. ანტუანეტის შვილები შეიარაღდნენ და მამა-პაპისეული სახლის დაცვა გადაწყვიტეს, მაგრამ დედამ შვილებს იარაღის დაყრა მოსთხოვა. იგი სახლიდან გამოვიდა და მშვიდად ემუდარებოდა ჯარისკაცებს, რომ წაეღოთ, რაც მოესურვებოდათ, ოღონდ ადამიანებისათვის ზიანი არ მიეყენებინათ. სასახლე ძალადობის გარეშე დაიკავეს, ანტუანეტმა კი საქართველო დატოვა. თავისი ძმის, ნაპოლეონ ლუი აშილ (ნაპო), მსგავსად იგი ნიცაში დასახლდა, სადაც 1954 წელს გარდაიცვალა. ლუსიენ შარლ დავიდ და ნაპოლეონ ლუი აშილ მიურატების და, ეკატერინე ჭავჭავაძის შვილიშვილი. წყარო: დადიანების დინასტია: nplg.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

