| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტუროეროვო, როსტოვის ოლქის მილეროვის რაიონი (რუსეთის რესპუბლიკა). ჩააბარა ქ. როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1970 წელს გადმოვიდა თბილისში და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (რუსული სექტორი) 1971 წელს. გაიარა ინტერნატურა ქუთაისის რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების ბაზაზე; იყო ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების ექიმ-ორდინატორი; 1980 წლიდან ბორჯომის რაიონის საავადმყოფოს სარაიონთაშორისო უროლოგიური განყოფილების გამგე, პარალელურად მიწვეული იყო და მუშაობდა ხაშურისა და ახალციხის სამედიცინო ცენტრების უროლოგიური კაბინეტების გამგედ. ექიმი-უროლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.849 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

