The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ჩარკვიანი

გრიგოლ ჩარკვიანი
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1933  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

გადამწერად მუშაობდა ქუთაისის სახაზინო პალატაში. თამაშობდა კოტე მესხის და ლადო მესხიშვილის დადგმებში. 1905 წელს ლადო მესხიშვილის მიერ დადგმულ სპეტაკლში "კაი გრაკხი" ხუთი მოქმედების განმავლობაში ასრულებდა "ქანდაკების როლს". თეატრში მსახიობობის გარდა, დაკისრებული ჰქონდა სცენარიუსის, გარდერობის გამგის და სხვა ფუნქციები. 1933 წელს გალაკტიონ ტაბიძის მიერ დღიურში გაკეთებულ ჩანაწერში, სადაც პოეტი ქუთაისში სტუმრობის პერიოდს იხსენებს, წერია: "...გაიხსნა პრეზიდიუმის კრება. არ გვაქცევსო ტფილისის მწერალთა ორგანიზაცია ყურადღებასო. ფული გვინდაო, სახლები გვინდაო, და სხვა. ამასობაში შემოვიდა ძველი მსახიობი გრიგოლ ჩარკვიანი და მოგვესალმა. არც ბლუზა ეცვა, არც ფეხსაცმელები. გავკვირდი. მან ჩამომართვა ხელი და ხელში მომცა ფურცელი. ფურცელს ეწერა: "შემწეობის სია. ვინაიდან სრულიად ფეხშიშველი ვარ და მასთან არც ბლუზა მაცვია, ამისათვის მოგმართავთ როგორც შეგნებულს, განვითარებულ, გულკეთილ ადამიანს, თქვენი სურვილით და ნებართვით შემწეობა მიბოძოთ. იქნებ შევიძლო ამათი ყიდვა, რომლითაც შემოგწირავთ ძალიან დიდ მადლობას. ოცდათუთხმეტი წლის დამსახურებული ქართული თეატრის მსახიობი გრიგოლ ჩარკვიანი. მე ეს ქაღალდი გამოვართვი სამახსოვროდ. მან სთქვა, მარჯანიშვილის მსახიობებმა ცხრა თუმანი მომცეს და შარვალი ვიყიდეო. მე დავპირდი ცაკთან შუამდგომლობას პენსიის გადიდებისათვის". ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დასის მსახიობი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი: ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია: archive.gov.ge გვ.98-99


გააზიარე: