| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დადაშ გელოვანი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დანიშნული ჰქონდა სამთავრობო სტიპენდია. მან გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრების უფლება მოიპოვა; სწორედ მისი განსაკუთრებული გონებრივი მონაცემების გამო მას მეტსახელად "ქართველი ჰეგელი" შეარქვეს, გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, გეორგ ვილჰელმ ჰეგელის პატივსაცემად. 1920-იან წლებში ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების დროს დადაშ გელოვანი ლეჩხუმში გაიხიზნა, რათა თავისი არისტოკრატული წარმოშობა დაემალა. 1924 წელს იგი პოლიციამ დააკავა და დაკითხვა მოუწყო. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, პოლიციამ მასში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და იგი გაათავისუფლეს, მაგრამ შენობის დატოვებისას კიბეზე წაბორძიკდა და პალტოს ჯიბიდან ფილიგრანით გაწყობილი ოქროს სათვალის ბუდე ამოუვარდა. ფუფუნებისა და პრივილეგიის ამ სიმბოლოს დანახვისთანავე პოლიციამ იგი კვლავ დააკავა. ჩეკისტები მაშინვე მიხვდნენ შეცდომას, როგორც კი დაადგინეს დადაშის ვინაობა, რიონის პირას ჩაიყვანეს და დახვრიტეს. მენიკ დადიანის შვილი, ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის შვილიშვილი. წყარო: დადიანების დინასტია: nplg.gov.ge; დადიანები = The Dadianis : ფოტოალბომი / დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ; პროექტის ავტ.: ლიკა მამაცაშვილი [და სხვ.] ; ტექსტ. ავტ. გიორგი კალანდია.-თბ.,2011.-გვ.121 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

