The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასია ღამბაშიძე

ვასია ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1964
გარდაცვ. თარიღი:12 მაისი, 1992  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არგვისი, ცხინვალის რაიონი.

მუშაობდა ერედვის საბჭოთა მეურნეობაში მექანიზატორად. 1982 წლის 5 მაისს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1984 წელს დაბრუნდა სოფელში და მუშაობა გააგრძელა ისევ მექანიზატორად. ორი წლის განმავლობაში იყო დეპუტატი. 1986 წელს არგვისიდან გადავიდა რუსთავში, მუშაობდა ამწემშენებელ ქარხანაში შემდუღებლად. 1990 წლიდან იყო საქართველოს ტერიტორიული დაცვისათვის მებრძოლთა რიგებში. დაიღუპა 1992 წლის 12 მაისს ერთ-ერთი ბრძოლის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.438-439


გააზიარე: