The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი მაისურაძე

გოგი მაისურაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი მაისურაძე
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1948  (78 წლის)
კატეგორია:იურისტი, მკვლევარი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, გუდაუთის რაიონი.

დაამთავრა შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტის (ქ. ვლადივოსტოკი, რუსეთის ფედერაცია) იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს; საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის ქ. მინსკის უმაღლესი კურსები 1977 წელს.

1972 წელს მუშაობა დაიწყო ქ. ვლადივოსტოკის პარტიზანთა სახელობის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლად, მალე საქართველოში დაბრუნდა და ქალაქ სოხუმის კომკავშირის საქალაქო ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა; 1977 წლიდან სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის უშიშროების კომიტეტში: ოპერრწმუნებულად, გამომძიებლად, უფროს გამომძიებლად, გალის რაიონის უფროს ოპერრწმუნებულად; საქართველოს უშიშროების კომიტეტის (ქ. თბილისი) უფროს გამომძიებლად, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად, განყოფილების უფროსად, უფროს იურისკონსულტანტად, სამთავრობო დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსად, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "მოდულის" უფროსის მოადგილედ, უშიშროების სამინისტროში განყოფილების უფროსად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჯგუფის უფროსად, სამშვიდობო ძალების სარდლის მოადგილედ აფხაზეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ინსპექციის უფროსის მოადგილედ, ამავე დეპარტამენტის შიდა ინსპექციის უფროსად; 1991-2004წწ. აქტიურად მონაწილეობდა საქართელოს უშიშროების ორგანოების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო ძალების აღმშენებლობისა და ახალგაზრდა კადრების მომზადების საკითხების მოგვარებაში, აგრეთვე ნაყოფიერად მუშაობდა სამთავრობო დაცვის სპეციალისტების სამსახურისა და კონტროლის პალატის სტრუქტურების გაუმჯობესებაზე. სამსახურეობრივ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა შემოქმედებით სამეცნიერო მოღვაწეობასაც დამუშავებული და გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.234-235

ბიბლიოგრაფია

  • ანთოლოგია : პოეზია, პროზა, წერილები, თარგმანები, ინტერვიუები (თანაავტორი) // ტ. 5. - თბილისი, მწიგნობარი, 2024. - 388გვ.. - ISBN: 9789941508806
  • დაშრეტილი ფშა : ფიქრები წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე (ავტორი) // ნაწილი 1, ჩვენი ახალსოფელი (აშიცრა) . - თბილისი, ქუთაისი : აკაკი წერეთლის სახელმწ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024. - 468გვ.. - ISBN: 9789941864698
  • კერპი და ჯვარი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 789გვ.
  • კაცრიელ თუთბერიძის სახლეულნი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1973. - 262გვ.

გააზიარე: