The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალა გრიდასოვა

ალა გრიდასოვა
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1947  (79 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კურსკი (რსფსრ).

დაამთავრა ქ. კურსკის  სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა ბლაგოვეშჩენსკის საავადმყოფოს სამშობიაროს მედდად; 1971-1973წწ. იყო ამურის ოლქის კლინიკური საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი; 1973-1976წწ. მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი; დაუსწრებლად დაამთავრა ასპირანტურა (სწავლის პროცესში დაწერა 12 სამეცნიერო ნაშრომი); 1976-1990წწ. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ექიმ-ორდინატორი; 1990-2007წწ. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების გამგე; 2007 წლიდან ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამეანო-ნეონატოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი. მას მრავალჯერ აქვს გავლილი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ოპერაციულ მეანობაში, ოპერაციულ გინეკოლოგიაში, ონკოლოგიაში, დედათა და ბავშვთა უსაფრთხოებაში და სხვა. სულ 28-ჯერ, მათ შორის 4 საერთაშორისო მასშტაბის. სპეციალურ სამედიცინო პერიოდიკაში დაბეჭდილი მისი სამეცნიერო ნაშრომები მეანობასა და გინეკოლოგიაში დღესაც აქტუალურია. მონაწილეა 4 საერთაშორისო კონგრესისა და მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მუშაობისა. 2007 წელს მისი თაოსნობით დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები მეანობაში,  განყოფილება მონაწილეობდა პროგრამაში "უსაფრთხო მეანობა". აქტიურად იყო ჩართული სამეგრელოსა და ზემო სვანეთის თანამედროვე სამეანო ცენტრის შექმნის საქმეში. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-გინეკოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.854-856; ალა გრიდასოვა - სამედიცინო საქმიანობის წარმატებული 50 წელი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეანობა-გინეკოლოგიის ასოციაცია, წევრი
  • ქუთაისის სახალხო აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ზუგდიდის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: