| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუარა კახიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საჯავახო, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1976წწ. სამტრედიის რაიონის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის ექიმი-ეპიდემიოლოგი; 1976-1986წწ. რაიონული სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; 1986 წლიდან აკადემიკოს იუსტინე ჯანელიძის სახელობის სამტრედიის მოზრდილთა პოლიკლინიკის შპს "მკურნალი"-ს დირექტორი; მან ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში მრავალგზის გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: სოციალური ჰიგიენა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ორგანიზაცია სანეპიდსადგურის მთავარი ექიმებისთვის (1977), სანიტარიისა და ჰიგიენის სამკურნალო პროფესიული დახმარების მართვის ორგანიზაციის აქტუალური საკითხები პოლიკლინიკის მთავარი ექიმებისთვის (1987), საექიმო შრომითი კომისიის აქტუალური საკითხები (1994); გაიარა, ასევე, უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი კურსები (2003, 2006). იგი დასაქმებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში - იყო ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალთა რაიონულ საბჭოს; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს საკავშირო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მადლობა (1983), მრავალი მადლობა სამტრედიის რაიონული და სამედიცინო ხელმძღვანელობისაგან. სამტრედიის ამბულუტორიული ცენტრ "ჯეო ჰოსპიტლის" მენეჯერი. ექიმი-ეპიდემიოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 859-860
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

