| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ხიდაშელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს (მაგისტრი). 1994-1995წწ. იყო ტელეკომპანია "კავკასიის" ოთხენოვანი (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული) საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 1995-2004წწ. საქართველოს პირველი არხის, საინფორმაციო გამოშვებების პროდიუსერი და წამყვანი ("მოამბე", "ქვიშის საათი"); 1994–1999წწ. "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი; 1997- 1999წწ. ევროსაბჭოს ეგიდით გამომავალი ორენოვანი გაზეთის "აგროინფორმი" მთავარი რედაქტორი; 2000-2002წწ. საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის არჩეული მოადგილე; 2004-2005წწ. საქართველოს პირველის არხის პოლიტიკური თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერი; 2005-2010წწ. საზოგადოებრივი მაუწყებელის, ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისთვის ტელე-რადიო პროგრამების მთავარი პროდიუსერი (პროექტის ავტორი); 2013- 2016წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პოლიტიკური პროგრამების მთავარი პროდიუსერი; 2016–2018წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაციონალურ ენებზე ონლაინ- მაუწყებლობის ხელმძღვანელი; 2016-2018წწ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული სახელმწიფო კომისიის წევრი; 2019-2022წწ. საინფორმაციო სააგენტო REPORT.GE მთავარი რედაქტორი; 2022 წლიდან - "PRIME time" მთავარი რედაქტორი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.255
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

