| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ მაჩაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭიბრევი, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1982 წელს. 1962-1963წწ. თბილისის N2 ფეხსაცმელების ფაბრიკა, კომკავშირული ორგანიზაციის მდივანი; 1963-1964წწ. თბილისის ელექტროშედუღების ქარხანა, კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1964-1965წწ. ქ. თბილისის კიროვის რაიონის კომკავშირის რაიონის მდივანი; 1965-1967წწ. იყო საქართველოს ალკკ ცენტრალურ კომიტეტში პასუხისმგებელ თანამდებობაზე; 1967-2000წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სხვადასხვა პოზიციაზე: არასრულწლოვანთა და მოზარდთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი, მთაწმინდის რაიონის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის უფროსი, შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი, შს სამმართველოს სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხელმძღვანელობდა ვაკის, კრწანისის და ნაძალადევის რაიონების შინაგან საქმეთა სამმართველოებს, იყო ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში აქტიური მონაწილეობისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები მათ შორის საქართველოს დამსახურებული ჩეკისტის წოდება. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.237 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

