The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ია ბოკუჩავა

ია ბოკუჩავა
დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1972 წელს. 

1972-1982წწ. აბაშის რაიონის ბავშვთა განყოფილების ექიმი-პედიატრი; 1983 წლიდან ქ. სამტრედიის შპს "პედიატრის" ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი-ნევროპათოლოგი; ამ ხნის მანძილზე პარალელურად შეთავსებით მუშაობდა სამტრედიის რაიონული საავადმყოფოს ინფექციურ, ტრავმულ, რეანიმაციულ, სამშობიარო სახლის ახალშობილთა განყოფილებებში ნევროპათოლოგად; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: 1982 წელს თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში გაიარა სპეციალიზაციის კურსი და მიიღო ექიმ-ნევროპათოლოგის დიპლომი; 1998 წელს - თბილისში, ბავშვთა ნევროლოგიის განხრით; 1982, 1983 წლებში გააგზავნეს ქ. თბილისის მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქონევროლოგიურ განყოფილებაში; ქ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ნეიროინფექციურ განყოფილებაში; 1984 წელს - ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში; 1985 წელს - ტუბერკულოზურ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მენინგიტების განყოფილებაში; 1985 წელს - ქ. თბილისის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის ახალშობილთა განყოფილებაში; 2002 წელს გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შედეგად გადაეცა ექიმი-ნევროლოგის სერთიფიკატი; იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების აქტიური წევრი, გამოცემულია მისი ნაშრომი "თამბაქოს მავნეობის" შესახებ და სხვა ბევრი პოპულარული შინაარსის სტატია. ექიმი-ნევროპათოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.860-862


გააზიარე: