| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო მიანსაროვი-იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი. მუშაობდა თბილისის სამშენებლო ობიექტებზე, თბილისის საბჭოს საპროექტო სახელოსნოში და დაუსწრებლად სწავლობდა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში; 1936 წელს გახდა თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი; 1940 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სოხუმის ქვეით სასწავლებელში, სადაც თანმიმდევრულად მსახურობდა ოცმეთაურად, ასმეთურად და სასწავლო ბატალიონის მეთაურის მოადგილედ; აქტიურად მონაწილეობდა 1941-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში; 1943 წელს დაინიშნა I უკრაინის ფრონტის მე-13 არმიის დაზვერვის უფროსის უფროს თანაშემწედ; 1944 წელს დანიშნეს მე-13 არმიის საინფორმაციო-სადაზვერვო განყოფილების უფროსად, მოგვიანებით კი მე-13 არმიის 24-ე მსროლელი კორპუსის დაზვერვის უფროსად; ომის შემდეგ მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში; 1949-1951წწ. - შენაერთის შტაბის უფროსად; 1951-1956წწ. - სომხური მსროლელი დივიზიის მეთაურად; 1949 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება; 1953 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; 1958 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემიის უმაღლესი აკადემიური კურსები ოქროს მედალზე; 1962 წელს ავადმყოფობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან. არჩეული იყო სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოებული იყო ორდენებით. წყარო: სამშობლოს ერთგული შვილები: ქართველები დიდ სამამულო ომში /გ. ყურაშვილი. -თბ., 1965.-გვ.196-199; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

