The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ყუფარაძე

გიორგი ყუფარაძე
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1954  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა პროპორშჩიკების ექვსთვიანი სკოლა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს გაიწვიეს მეფის ჯარში. იბრძოდა თურქეთის ფრონტზე, სადაც ოცეულის მეთაური იყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე შევიდა საბჭოთა არმიის რიგებში, მსახურობდა ქართულ პირველ მსროლელ დივიზიაში, ჯერ ოცეულის, რამდენიმე თვის შემდეგ ასეულის მეთაურის თანამდებობაზე. იგი როგორც ნიჭიერი მეთაური დივიზიის შტაბში გადაიყვანეს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ კადრების განყოფილების უფროსად. მოსკოვის უმაღლესი ტაქტიკური სასროლო კურსების დამთავრების შემდეგ იგი პოლკის უმცროს მეთაურთა სკოლის უფროსად დანიშნეს. 1932 წელს დაინიშნა ქართულ პოლკში, ბატალიონის მეთაურად. 1935 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში გადაიყვანეს. 1936 წელს კომუნისტური პარტიის რიგებში შევიდა. 1938 წელს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიანიჭეს და სამხედრო სასწავლებლის უფროსად დანიშნეს. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო 406-ე ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური თურქეთის საზღვართან; 1942 წლის ოქტომბრიდან - ბაქსანში მოქმედი 392-ე ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური. 1942 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1943 წელს დანიშნეს კორპუსის მეთაურად. არჩეული იყო საქართველოს საბჭოტა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მეორე და მესამე მოწვევის დეპუტატად. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. გენერალ-მაიორი.

წყარო: სამშობლოს ერთგული შვილები: ქართველები დიდ სამამულო ომში /გ. ყურაშვილი. -თბ., 1965.-გვ.245-250; კარგ ქარტველთა საფლავები: geonecropol.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: