The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრისტინე ნოდია-ცინცაძე

ქრისტინე ნოდია-ცინცაძე
ოფიციალური სახელი:ქრისტინე ნოდია
დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1956  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი.

ახალგაზრდობა ლანჩხუთში გაატარა და იქვე გათხოვდა 14 წლის ასაკში. შეეძინა სამი შვილი – ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი. იყო თვითნასწავლი მკურნალი, ამზადებდა სხვადასხვა მალამოებს, ჰქონდა სამკურნალო წიგნი "კარაბადინი", რომლითაც ხელმძღვანელობდა. პირველად ქრისტინე სხვა ქალებთან ერთად ამერიკაში ლუკა ჩხარტიშვილმა ჩაიყვანა 1908 წელს. ცინცაძის მშობლები მის გამგზავრებაზე უარს აცხადებდნენ, მაგრამ მან მაინც თავისი გაიტანა. ამერიკაში წასვლამდე ლუკა ჩხარტიშვილი ავარჯიშებდა მონგრეულას ველზე. გადმოცემით ის ამერიკაში ჩიხტი-კოპში გამოპწყობილი ჩასულა. ის ციცინატის (ქალაქი აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში) ჯგუფში მოხვდა. ქრისტინე ცინცაძე მაყურებელთა ყურადღებას იპყრობდა თავისი საოცარი გამბედაობით, ერთხელ ჯირითისას მას ცხენი წაექცა, ყბა დაჰკრა მიწას და კბილები ჩაემტვრა, მაგრამ უმალ წამოიჭრა, მოევლო ცხენს და განაგრძო ჭენება. ვაჟკაცური საქციელისათვის მხედარი ქალი ძვირფასი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ბეჭდითა და ოქროს საათით დააჯილდოვეს. ოთხი წლის განმავლობაში ქრისტინე სამჯერ ჩამოაგდო მისმა საყვარელმა ცხენმა "ნალიმ" და ხელ-ფეხი მოტეხა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ჯიუტად განაგრძობდა ჯირითს. ქ. ცინცაძის მოტაცება რამდენიმეჯერ სცადეს ამერიკელებმა, მაგრამ ქართველებმა თავი არ დაანებეს. 1912 წელს ქრისტინე ცინცაძე სამშობლოში დაბრუნდა. მას და სხვა მხედრებს სადგურში ლანჩხუთის მოსახლეობა დახვდა ოვაციებით. დაბრუნების შემდეგ იგი ისევ მონაწილეობდა დოღ-მარულაში, პირველი ადგილიც ბევრჯერ დაუკავებია და ერთხელ ჯილდოდ ათასი მანეთიც კი მიიღო სიკვდილის წინ ქრისტინემ თავისი კაბები და ნივთები საჩუქრად დაარიგა, ხოლო ამერიკიდან ჩამოტანილი ფოტოებითა და სხვა მრავალი საგნით გატენილი ზანდუკი თავისი ხელით დაწვა. ქართველი ცხენოსანი ქალი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მონაწილეობდა "Wild West" შოუში.

წყარო: "ველური დასავლეთის" მხედრები : გურული მოჯირითეები ამერიკასა და ევროპაში / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2011.-გვ.74-77


გააზიარე: