The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზელიმხან ხარებოვი

ზელიმხან ხარებოვი
დაბადების თარიღი:1910
გარდაცვ. თარიღი:1989  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხვწე, ჯავის რაიონი.

დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ტექნიკუმი 1928 წელს; ამიერკავკასიის ქვეითი ჯარების სამხედრო სასწავლებელი - 1931 წელს.

სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა მეთაურის წოდება და დაინიშნა პირველ ქართულ მსროლელ დივიზიაში ოცეულის მეთაურად, ერთი წლის შემდეგ - ასეულის მეთაურად; 1935 წელს - პოლკის სასწავლებლის უფროსი; 1936 წლიდან - პოლკის შტაბის უფროსის მოადგილე; 1938 წელს - ქართულ მსროლელ დივიზიაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე; 1939 წლიდან - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსის მოადგილე; ომის პირველი დღიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოში შტაბის განყოფილების უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს; 1941 წელს გააგზავნეს 56-ე არმიაში; 1942 წელს სპეციალურ დავალებას ასრულებდა ქერჩში ამიერკავკასიის ჯარებისათვის დამატებითი მართვის პუნქტის შექმნაში; 1942 წლის დასაწყისში როგორც ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე, ქერჩის ნახევარკუნძულზე მოქმედ 51-ე არმიაში ფრონტის შტაბის მართვის უფროსი იყო; იმავე წლის სექტემბერში დანიშნეს ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1943 წელს - არმიის სათადარიგო 191-ე პოლკის მეთაურად. 1958 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

წყარო: სამშობლოს ერთგული შვილები: ქართველები დიდ სამამულო ომში /გ. ყურაშვილი. -თბ., 1965.-გვ.295-297

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1935 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: