| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუბა გავრიშოვა-კაჭარავა![]()
ბიოგრაფიადავადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა ქ. კუიბიშევის (თათრეთის ასსრ, რსფსრ) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი მკურნალი ექიმის სპეციალობით 1975 წელს. 1975-1976წწ. ქ. პემზის ტუბდისპანსერის ექიმი-ფთიზიატრი; 1976-1979წწ. ქ. ქვედა ლომოვის (Нижний Ломов) რაიონული საავადმყოფოს ტუბდისპანსერის ექიმი-ფთიზიატრი; 1979-1984წწ. აბაშის რაიონის სოფელ ნორიოს საექიმო ამბულატორიის გამგე-ექიმი; 1984 წლიდან აბაშის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: ჯანდაცვის ორგანიზაციაში (1988, თბილისი) და თერაპიაში (1990, თბილისი); მიღებული აქვს სერთიფიკატი ჯანდაცვის ორგანიზაციაში (2001). 1995 წლიდან აბაშის რაიონის საკრებულოს გამგეობისა და რაიონის ქალთა საბჭოს წევრი. მრავალგზის დაჯილდოებულია მადლობებითა და სიგელებით. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.868-869
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

