The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ქირია

მანანა ქირია
Date of birth:9 January, 1951  (75 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1977წწ. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის ბლოკის ექიმი; 1977-2005წწ. ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო - "რესპუბლიკას" კარდიოლოგიური განყოფილების კარდიოლოგი; პარალელურად შეთავსებით იყო ამავე საავადმყოფოს ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტის ექიმი; 2005-2007წწ. ამავე საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების გამგე; 2007 წლიდან შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის დირექტორი; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სპეციალობის მიხედვით თბილისის, ლენინგრადისა და მოსკოვის წამყვან კლინიკებში (1984, 1989, 1996, 2003, 2005, 2006, 2007); მიღებული აქვს სათანადო სერთიფიკატები; მინიჭებული აქვს პირველი კატეგორიის ექიმ-კარდიოლოგის წოდება (1984-1989) და სერთიფიკატი "კარდიოლოგიაში" (2001). ექიმი - კარდიოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.869-870

Member of Organizations

  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

Share: