The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგა უტიაშვილი

გოგა უტიაშვილი
Legal name:გიორგი უტიაშვილი
Date of birth:3 September, 1951  (74 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 

1975-1978წწ. იყო ასპინძის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი; 1978-1979წწ. გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1979-1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი (პროფესორ გიორგი ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით); 1981-1989წწ. გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი; 1989 წლიდან ქ. გურჯაანის კურორტ "ახტალას" - დირექტორი; გავლილი აქვს საკვალიფიკაციო კურსები ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში: გულმკერდის ქირურგიაში (1983), ზოგად ქირურგიაში (1984), ჯანდაცვის ორგანიზაციაში (1987-1991), კურორტოლოგიასა და ფიზიოთერაპიაში (1990); 1989 წლიდან მუშაობდა ქ. გურჯანის კურორტ "ახტალის" დირექტორად; მას ეკუთვნის ერთი გამოუქვეყნებელი ნაშრომი კურორტ "ახტალას"  ისტორიაზე, ტალახის ფიზიკურ-ქიმიური თვისებებისა და ამ ტალახის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ; 1990-1995წწ. იყო გურჯაანის ქალაქის საკრებულოს წევრი; 1995-2003წწ. გურჯაანის რაიონის N12 საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; ავტორია რამდენიმე ნაბეჭდი მეცნიერული ნაშრომისა. ექიმი - ქირურგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, კურორტოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.870-871


Share: