| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სასწავლებელი; მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. თბილისის სამასწავლებლო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ქ. ახალციხეში სასკოლო ინსპექტორის თანამდებობაზე; შემდეგ გადაიყვანეს ქ. ზესტაფონში; 1919 წელს გადმოვიდა ქ. თბილისში და მუშაობა დაიწყო დიდუბის განათლების განყოფილებაში, შემდეგ კი თბილისის მე-14 შრომის სკოლაში, მაღალ კლასებს ასწავლიდა საბუნებისმეტყველო საგნებს; მოგვიანებით პავლე მეტრეველმა დაიწყო მუშაობა აკად. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა საბუნემისმეტყველო საგნების მეთოდიკის კურსს. აკადემიკოს ელენე მეტრეველისა და ექიმ ქეთევან მეტრეველის მამა. სადისერტაციო თემა - "ბუნებისმეტყველების სწავლის მეთოდიკა", დაიცვა 1940 წელს. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.244 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

