The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი ხარებოვი

ალექსი ხარებოვი
Date of birth:1 January, 1903
Date of death:26 November, 1959  (at 56 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რუისთავი, ცხინვალის რაიონი.

დაამთავრა ბაქოს სამხედრო სასწავლებელი 1928 წელს; მოსკოვის ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია 1935 წელს.

1930 წლამდე მუშაობდა ბაქოში; შემდეგ დანიშნეს სამხრეთ ოსეთის საოლქო სამხედრო კომისრად; 1940 წლის სექტემბერი – 1941 წლის იანვარი - მე-11 შერეული საავიაციო დივიზიის შტაბის უფროსის მოადგილე; 1941 წლის იანვარი – 1941 წლის 19 სექტემბერი - მე-60 გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის შტაბის უფროსი; 1941 წლის 19–20 სექტემბერი - მე-60 გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის მოქმედი მეთაური; 1941 წლის 20 სექტემბრიდან - მე-60 გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის შტაბის უფროსი; 1942 წლის იანვარი - 1942 წლის მარტი - გენერალური შტაბის განკარგულებაში; 1942 წლის მარტი - 1943 წლის თებერვალი - გენერალური შტაბის განყოფილების უფროსი; 1943 წლის თებერვალი - 1943 წლის 27 ივლისი - მე-10 შერეული საავიაციო კორპუსის შტაბის უფროსი; 1943 წლის 27 ივლისი - 1945 წლის აგვისტო - VII გამანადგურებელი საავიაციო კორპუსის შტაბის უფროსი; 1945 წლის აგვისტო - 1946 წლის აპრილი - სტეპის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების შტაბის უფროსი; 1946 წლის აპრილი - 1948 წლის თებერვალი - მე-13 საჰაერო არმიის შტაბის უფროსი; 1948 წლის თებერვლიდან - მე-9 საჰაერო არმიის შტაბის უფროსის მოადგილე; 1948 წლის თებერვლიდან - მე-9 საჰაერო არმიის ოპერატიული განყოფილების უფროსი; 1949 წლის მარტამდე - 54-ე საჰაერო არმიის შტაბის უფროსის მოადგილე; 1949 წლის მარტამდე - 54-ე საჰაერო არმიის ოპერატიული განყოფილების უფროსი; 1949 წლის მარტი - 1950 წლის ივნისი — შორეული აღმოსავლეთის სარდლობის საჰაერო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე; 1949 წლის მარტი - 1950 წლის ივნისი - შორეული აღმოსავლეთის სარდლობის საჰაერო ძალების ოპერატიული განყოფილების უფროსი; 1950 წლის ივნისი - 1954 წლის ივლისი - საჰაერო ძალების აკადემიის სადაზვერვო განყოფილების უფროსი; 1954 წლის ივლისი - 1959 წლის 26 ნოემბერი - საჰაერო ძალების აკადემიის ოფიცერთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების უფროსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ავიაციის გენერალ-მაიორი.

წყარო: სამშობლოს ერთგული შვილები: ქართველები დიდ სამამულო ომში /გ. ყურაშვილი. -თბ., 1965.-გვ.298-302

Awards and Honors

  • წითელი დროშის ორდენი (4 ორდენი)

Share: