| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეო მურადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამხატვრო სკოლა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით 1916 წელს; პარიზის როდენის სახელობის სკოლა. პარიზში 1928 წლამდე ორჯერ გაიმართა ლეო მურადაშვილის ნამუშევართა გამოფენა, სადაც დიდი ყურადღება მიიქცია. ფრანგულმა ჟურნალმა "თანამედროვე ხელოვანნი" 1928 წლის დასასრულს გამოაქვეყნა მისი შემოქმედების შესახები წერილები (და მისი ქანდაკებათა რეპროდუქციები "ზანგი", "პოლ კადარსის პორტრეტი" და "მძინარე წყარო"), ამ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით: "პირველყოფილი და ცოცხალი, მიამიტი და ამავე დროს ყოვლად ძლიერი სახე ზანგისა არასდროს არ ყოფილა მოცემული ისე მკვეთრად, როგორც ამას წარმოადგენს ლეო მურადაშვილის მიერ გამოკვეთილი ზანგის ბიუსტი... ლეო მურადაშვილის თავისებურება გამოსჭვივის მის სტილში, მის კომპოზიციაში და საგნისადმი მიდგომაში, რაც ღაღადებს და ააშკარავებს მოქანდაკის დიდ არტისტულობას და მაღალ ნიჭიერებას. ეს ნიჭი ფრთებს შლის უფრო ფართედ, ვიდრე საამისო შესაძლებლობას იძლევა თვითონ მოდელი. ლეო მურადაშვილი უხვადაა დაჯილდოვებული გამბედაობით და სინაზით, ნებისყოფით და ხალისით, რაც მას საშუალებას აძლევს სურვილისამებრ დაიმორჩილოს მარმარილო". თავიდან ლეო მურადაშვილი პარიზში, ხოლო შემდეგ აშშ-ში გადასახლდა. მან ერთ-ერთ მსოფლიო გამოფენაზე მოიპოვა ოქროს მედალი. ალექსანდრე მურადაშვილის (ედუარდ ბლანი) ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.388
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

