The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საშა მიქელაძე

საშა მიქელაძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე მიქელაძე
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1900
გარდაცვ. თარიღი:1985  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1927 წელს.

1919 წელს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, ბაქოს ქართულ თეატრში პატარა მეურმის როლი შეასულა ი. გედევანიშვილის პიესა "მსხვერპლში"; 1920 წლიდან სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიურ ფაკულტეტზეტზე, პარალელურად მონაწილეობდა მუშათა კლუბის წარმოდგენებში, წერდა სტატიებსა და გამოკვლევებს თეატრის შესახებ; 1921 წელს გაზეთ "ტრიბუნაში" გამოქვეყნდა მისი სტატია "ცოტა რამ დრამატულ ხელოვნებაზე"; 1928 წელს თბილისში, ხოლო 1929-1930წწ. ქუთაისში ჩამოაყალიბა "მუშა-ახალგაზრდობის თეატრები"; 1945-1947წწ. იყო თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც დადგა კ. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია" და ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"; 1948 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში დადგა სპექტაკლები: ს. ანტონოვის "ჩვენ ახალგაზრდობა", ფ. შილერის "ვილჰელმ ტელი", რ. ქორქიას "მართალი კაცი" და სხვ.; XX საუკუნის 50-იან წლებში თეატრალურ ინსტიტუტში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; აქ დადგმული სასწავლო სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა", ა. ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილი", ა. მილერის "სეილემის პროცესი", ა. კრონინის "იუპიტერი იცინის"; თარგმნა პიესები: მ. გორკის "მდაბიონი", "ვასა ჟელეზნოვა", ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი", ა. კრონინის "იუპიტერი იცინის" და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. ; ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: