| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1972 წელს. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამხატვრო სკოლაში პედაგოგად, ამასთან მონაწილეობდა სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საკავშირო გამოფენებში. მის მიერ შექმნილი ორი ქანდაკება - "სამშობლოს არვის წავართმევთ" და "ქართლის ვედრება" დადგმულია ქ. თბილისში. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული, რომელიც თარგმნილია რუსულ და რიგ სხვა ენებზე. მ. მეტრეველს სხვა ნამუშევრებთან ერთად შესრულებული აქვს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ცოტნე დადიანის ქანდაკებები. ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.246 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

