| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ნასარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო კრიხი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ამბროლაურის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1945-1957წწ. მუშაობდა გარდაბნის რაიონში ისტორიის მასწავლებლი; 1957-1959წწ. გარდაბნის რაიონის რვაწლიანი სკოლის დირექტორი; 1959-1978წწ. მუშაობდა კოჭრისა და კიკეთის პიონერთა ბანაკების დირექტორი. სახალხო განათლების წარჩინებული. რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. დაჯილდოებული იყო მთავრობის მრავალი სიგელით და მედლით. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.254; ვ. ნასარიძე : დამსახურებული მასწავლებელი. 1919-1986. ნეკროლოგი // სახალხო განათლება. - თბილისი, 1986. - 22 იანვარი ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

