| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ევლახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. შემახა, აზერბაიჯანი. ბავშვობის წლები შემახასა და ბაქოში გაატარა, შემდეგ დაამთავრა თბილისის გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1840-იან წლებში მუშაობდა გაზეთ "ზაკავკაზსკი ვესტნიკის" რედაქციაში. სხვადასხვა დროს სამოქალაქო სამსახურში იყო თბილისში, შემახაში და თერგის ოლქში. 1870-იან წლებში მოსამართლედ მუშაობდა სტავროპოლის გუბერნიაში. ფლობდა უცხო ენებს და კარგი მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული, იყო მომღერალი და დეკლამატორი. ხშირად ასრულებდა ხალხურ სიმღერებს. ივანე ევლახიშვილმა რუსულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" (გაზეთი "Кавказ", 1846, №1523, 26, 27,29), "ზღაპარი ქოროღლიზე" ("Сказка о Кер-Оглу", "Кавказ", 1846, № 39), დაწერა ქართულ ხალხურ მოტივებზე კომედია "ქორწილი" ("Cвадьба", 1852 წ.). მას ეკუთვნის წერილები: "Замечания по пути в Мингрелию", ("Кавказ", 1847, №79), "Заметки о Тифлисе", "Записки Кавказского отдела Императорского русского географического общества", №1), "სპარსეთის პოეზია" ("ცისკარი", 1863, №7 12, გვ. 256-268) და სხვ., ივანე ევლახიშვილი ევლახიშვილი დაინტერესებული იყო ქართული ხალხური სიტყვიერებით ("О народных песнях и певцах в Грузии", "Кавказ", 1850, №64, 65), რუსულად თარგმნა 100 ქართული ანდაზა ("Грузинские пословицы и изречения", "Записки Кавказского отдела Императорского русского географического общества", кн. I,1852, стр. 260). საოპერო მომღერლის სერგო ევლახიშვილის მამა. წყარო: ქართული ფოლკლორი : მასალები და გამოკვლევები. ტ. 4, ქართული ფოლკლორის ლექსიკონი. [ნაწ.] I, (ა - ლ) / საქ. სსრ მეცნ. აკად., რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ. ინ-ტი.-თბ.,1974.-გვ.140-141 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

