| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე არღუტინსკი-დოლგორუკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა 1-ლი კადეტთა კორპუსი 1848 წელს. სამხედრო სამსახური დაიწყო ვიურტემბერგის პრინცის სახელობის ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში პრაპორშჩიკად; მონაწილეობდა ყირიმის 1853-1856წწ. (აღმოსავლეთის) წლების ომში; მსახურობდა კავკასია-ოსმალეთის საზღვარზე, მოქმედი კორპუსის კავალერიის უფროსის ადიუტანტად; 1875-1877წწ. მეთაურობდა ლაიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკის მე-2 დივიზიონს; 1877 წლის 4 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1878 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან პოლკოვნიკის წოდებით, მუნდირით და პენსიონის სრული უზრუნველყოფით; 1879-1882წწ. იყო მივლინებული მე-V საარმიო კორპუსთან, საარმიო კავალერიაში ჩარიცხვით; საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით, რუმინეთის "რკინის ჯვრით" ("რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს მდ. დუნაიზე გადასვლის სამახსოვროდ)". თადარიგში გასვლის შემდეგ ცხოვრობდა ქ. სანქტ-პეტერბურგში. გენერალ-მაიორი (1882). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

