The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით არღუტინსკი-დოლგორუკოვი

დაბადების თარიღი:1843
გარდაცვ. თარიღი:1909  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამა, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი 1861 წელს და ნიკოლოზის საინჟინრო აკადემია 1862 წელს.

სამხედრო სამსახურში შევიდა 1857 წელს; 1877 წლის 18 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1879-1892წწ. მეთაურობდა ასეულს და მესანგრეთა მე-2 ბატალიონს; 1892-1894წწ. მეთაურობდა სარატოვის 108-ე ქვეით პოლკს; 1894 წლის 28 მარტს მიენიჭა "გენერალ-მაიორის" სამხედრო წოდება; 1894-1895წწ. მეთაურობდა 28-ე ქვეითი დივიზიის 1-ლ ბრიგადას; 1895-1900წწ. მეთაურობდა ლაიბ-გვარდიის კეკსგოლმის პოლკს; 1900 წელს დაინიშნა მე-3 გვარდიული ქვეითი დივიზიის 1-ი ბრიგადის მეთაურად; 1900-1901წწ. მეთაურობდა მე-3 გვარდიული ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადას; 1901-1903წწ. მე-3 გვარდიული ქვეითი დივიზიის I ბრიგადას; 1903 წელს გავიდა თადარიგში; ჯარში მსახურობდა 45 წელი. მონაწილეობდა პოლონეთის 1863 წლის აჯანყების ჩახშობაში და 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით, მიღებული ჰქონდა საზღვარგარეთის ქვეყნების ჯილდოები. მათ შორის სპარსეთის "ლომისა და მზის" მე-II ხარისხის (1879), ავსტრო-უნგრეთის "ფრანც-იოსების" I-ი ხარისხის (1896) და "რკინის გვირგვინის" I-ი ხარისხის (1899) ორდენები, "რუმინეთის გვირგვინის" I-ი ხარისხის (1899) ორდენი. გენერალ-ლეიტენანტი (1903).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.22

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1897 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1887 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1886 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
    25-წლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის
  • 1882 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)
  • 1878 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1876 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: