The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ შოშიტაშვილი

იოსებ შოშიტაშვილი
დაბადების თარიღი:1954
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1993  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1980 წელს.

1972 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, დაბრუნდა 1974 წელს. 1980 წლიდან მუშაობდა შორეულ აღმოსავლეთში, 1982 წლიდან "თბილმრეწვმშენის" №3 ტრესტში. 1992 წლის 1 დეკემბრიდან გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, სადაც მსახურობდა ბატალიონის კავშირგაბმულობის უფროსად უფროსი ლეიტენანტის წოდებით. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დროს, 1993 წლის 9 ივლისს სოფელ ტამიშთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.464


გააზიარე: