The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა შუხოშვილი

პაატა შუხოშვილი
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1971
გარდაცვ. თარიღი:13 თებერვალი, 1993  (21 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ალმატი, ყვარლის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი კერამიკის ტექნოლოგიის განხრით.

იყო 31-ე ქარხანასთან არსებული კლუბ "შევარდენის" წევრი (კლასიკური ჭიდაობა), აქტიური მონაწილეობა მიიღო მიწისძვრით დაზარალებული რაჭის აღდგენით სამუშაოებში. 1992 წლის 5 ნოემბერს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. საბრძოლო მომზადება გაიარა საქართველოს შინაგანი ჯარის ნაწილებში, 7 დეკემბერს მოხალისედ ჩაირიცხა მე-11 მექანიზებული ბრიგადის 114-ე ბატალიონ "ავაზაში". იყო ოცმეთაური ზემდეგის წოდებით, 1993 წლის 25 იანვრიდან დაინიშნა ასმეთაურად. დაიღუპა 1993 წლის 13 თებერვალს სოფელ ლაბრასთან შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.470-471


გააზიარე: