The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანა

სხვა სახელი:მანა მახატლის ასული
დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ამ მანდილოსნის სახელი შემონახულია ერთ-ერთ ოთხთავში, რომელიც თედო ჟორდანიას აზრით, გადაწერილია XII საუკუნის ბოლოს. ხელნაწერი შესრულებულია ნუსხურით. მანა რომ ქართული სახელია, ეს წყაროებში დადასტურებულია მაგრამ "დეუფალთ-დეუფლის" მანას შესახებ ძალიან მცირე ცნობები მოიპოვება, აღნიშნული ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის მიხედვით ოთხთავის მომგებელი მანა (მანია) ყოფილა მახატლის ძის ივანეს ასული, გლონისთავის ძის სარგისის მეუღლე: "მოვიგე წმიდა ესე სულთა განმანათლებელი ოთხთავი მანამან, მახატლის ძისა ივანეს ასულმან და გლონისთავის ძისა სარგისის ცოლმან, ჩემისა სულისა სალოცავად, რათა თვით იგი წმიდა? დედა ღმრთისა შემწე და ხელის ამპყრობელ შექმნას"? ანდერძის მიხედვით ოთხთავის გადამწერია ვინმე იაკობი: "სრულ იქმესა ღირსებისა და გულმოდგინებისა მათისაებრ დეუფალთ-დეუფლისა მანათსა, რომლისა ბრძანების მორჩილებსთა ხელვყავ წმიდისა ამის ოთხთავისა და მოვახსენე მე უღირსმან იაკობი? დამატებითი ცნობების შემცველი მინაწერები ხელნაწერს არ მოეპოვება. მხოლოდ ერთგან "დედუფალთ-დედუფლისა მანასი" და იქვე არშიაზე მხედრულით "მანასა 15 წელსა". მანა დედოფლის უახლოესი წანაპრები უნდა ყოფილიყვნენ "ქართლის ცხოვრებაში" მოხსენიებული, თამარ მეფის კარზე საკმოდ დაწინაურებული მახატლისძენი. მათ შორის ცნობილია ხორნაბუჯის ციხის პატრონი საღირ მახატლის ძე, რომელსაც არა ერთხელ უსახელებია თავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხორნაბუჯის ციხე XIII საუკუნემდე გადაულახავ კედლად უდგა განჯის მხრიდან მომხდურ მტერს.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.33-35


გააზიარე: